LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კოვზანაძე: 2023 წლის ბიუჯეტმა ინფლაციის შემცირება უნდა უზრუნველყოს

57
Untitled design (8)

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს ჯეიმს ჯონს შეხვდა.

პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა და არსებული გამოწვევები განიხილეს.

საუბარი შეეხო პარლამენტის მიერ მიღებულ და დაგეგმილ საკანონმდებლო ინიციატივებს მონეტარულ, საფინანსო და საბიუჯეტო საკითხებში.

„მხარეებმა განიხილეს საბანკო სექტორში არსებული ვითარება, 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებლები და 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები. აქცენტი გაკეთდა მაღალ ინფლაციაზეც“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

როგორც ირაკლი კოვზანაძემ აღნიშნა, ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსია პარლამენტში კვირის ბოლომდე დაბრუნდება.

„არსებული გამოწვევების ფონზე 2023 წლის ბიუჯეტმა უნდა უზრუნველყოს ფისკალური და მონეტარული სტაბილურობა და, რაც მთავარია, ინფლაციის შემცირება“, – განაცხადა კომიტეტის თავმჯდომარემ.

პარლამენტში გამართულ შეხვედრას სსფ-ს მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში სელიმ ჩაკირი ესწრებოდა. საერთაშორისო სავალუტო ფონდის შემფასებელმა მისიამ საქართველოში მუშაობა გასულ კვირას დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები