LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს

132
ილია თოფურია, ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია ღირსების ორდენზე წარადგინეს.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ და შალვა პაპუაშვილმა, კანონით განსაზღვრული პროცედურების თანახმად, შესაბამისი წარდგინებით საქართველოს პრეზიდენტს უკვე მიმართეს.

UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია საქართველოში პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მოწვევით 18 მარტს ჩამოვიდა.

ირაკლი კობახიძე: „რუსთავში, მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი UFC-ის ჩემპიონთან, ილია თოფურიასთან ერთად გავხსენი..4-5 წლის წინაც კი ვერავინ წარმოიდგენდა ალბათ, რომ UFC-ის ქამარს რუსთავში ჩამოიტანდა არაჩვეულებრივი, ღირსეული კაცი, ილია თოფურია“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები