LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძემ არჩევნების პირველადი მონაცემები წარადგინა

232
kobbb

მეორე ტურის ალბათობა მხოლოდ მთაწმინდის ოლქშია,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციით, რომელიც ოქმებს ეყდრნობა, ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის ხულოს ოლქებში პირველივე ტურში იმარჯვებენ მმართველი პარტიის კანდიდატები.

რაც შეეხება მთაწმინდას, მისივე თქმით, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ლადო კახაძე, თუმცა კობახიძე მეორე ტურის ალბათობა არსებობს.

“ამ ეტაპზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ დიდი უპირატესობით იგებენ ჩვენი კანდიდატები არჩევნებს ზუგდიდის, მარნეულის, ჭიათურის, ხულოს საარჩევნო ოლქებში. რაც შეეხება მთაწმინდის საარჩევნო ოლქს, აქაც დიდი უპირატესობით იგებს ბატონი ლადო კახაძე, თუმცა არის ალბათობა მეორე ტურის შალვა შავგუილიძესთან“,- განაცხადა კობახიძემ, რომელმაც ზესტაფონის ოლქთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მონაცემები ჯერ არ იძლევა რაიმეს თქმის საშუალებას”- განაცხდა კობახიძემ

პარლამენტის თავმჯდომარე მმართველი გუნდის შედეგს შთამბეჭდავს უწოდებს და აცხადებს, რომ საბოლოო ჯამში „ქართული ოცნება“ სავარაუდოდ, 60%-ით მოიგებს.

“რაც შეეხება მცირე ოლქებს, სადაც საკრებულოს არჩევნები ტარდება, ეს არის ოზურგეთი, ტყიბული, ჭიათურა, წყალტუბო, ადიგენი, საგარეჯო, ზესტაფონი, ახმეტა, პანკისის ხეობა. ყველა ამ ოლქში ძალიან დიდი უპირატესობით იმარჯვებენ „ქართული ოცნების“ კანდიდატები. მთლიანობაში „ქართული ოცნების“ გამარჯვება არის შთამბეჭდავი, ძალიან მაღალი შედეგით დასრულდება არჩევნები“,- განაცხადა კობახიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები