„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე თბილისში ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის გამართვას არ გამორიცხავს.
„ეგზიტპოლის შედეგი, რომელიც გამოცხადდა, იყო 51.3%,” – კობახიძის განცხადებით, ეს ორ რამეზე მიანიშნებს: “ერთი იმაზე, რომ კალაძემ დამაჯერებლად, დიდი უპირატესობით მოიგო არჩევნები თბილისში და რაც შეეხება მეორე ტურის საკითხს, ეგზიტპოლის ცდომილება არის დაახლოებით 3%, აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დაველოდოთ ხმების დათვლას
“საბოლოო სურათი ამის საფუძველზე გვეცოდინება. ეს არის შესაძლებელი გამომდინარე ცდომილებიდან, რაც ეგზიტპოლს აქვს”, – აღნიშნა კობახიძემ”
რაც შეეხება პარტიულ შედეგებს, როგორც კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, მოლოდინია, რომ შედეგები დარჩება იმ ფარგლებში, რაც „გორბის“ ეგზიტპოლების მიხედვითაა.