საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს საპატრიარქოში ესტუმრა. ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პატრიარქმა და პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის განვითარებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ურთიერთობაზე ისაუბრეს.
პატრიარქმა ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნა კიდევ ერთხელ მიულოცა.