საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საუდის არაბეთის სამეფოს ინვესტიციების მინისტრს ხალიდ ალ ფალიჰს შეხვდა.
შეხვედრაზე ყურადღება სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ თანამშრომლობაზე გამახვილდა, მათ შორის, სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო გამოთქვამს მზადყოფნას, აქტიურად იმუშაოს საუდის არაბეთსა და საქართველოს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ შეთანხმებაზე, ასევე, თავისუფალ ვაჭრობასთან დაკავშირებით მოლაპარაკებების განახლებაზე.