LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – კონსტიტუციაში უამრავი ხარვეზი იყო

59

„გრამატიკული, ტექნიკური,  შინაარსობრივი შეცდომები – ქვეყნის ძირითად კანონში უამრავი ხარვეზი იყო“- ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ ზუგდიდში, საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვაზე განაცხადა.

„კონსტიტუციაში იყო უამრავი ხარვეზი, წარმოიდგინეთ, გრამატიკული შეცდომებიც კი. ყველა ეს ხარვეზი დღეს გამოსწორებულია. მუხლების დასათაურებაც კი შეუძლებელი იყო იმდენად აღრეული იყო სტრუქტურა ქვეყნის ძირითად კანონში, მაშინ როდესაც კონსტიტუცია უნდა იყოს მთავარი სახელმძღვანელო დოკუმენტი იურისტებისთვის“, განაცხადა კობახიძემ.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ქვეყანაში  ძალიან დაუხვეწავი საპარლამენტო მმართველობის სისტემაა ჩამოყალიბებული, გარდა ამისა პრობლემაა სარჩევნო ბლოკების არსებობაც.

„პარტიული სისტემის ჩამოყალიბება თუ გვინდა, საარჩევნო ბლოკის ინსტიტუტი აუცილებლად უნდა გაუქმდეს,  საარჩევნო ბლოკების გაუქმების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება პრინციპულია“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.