LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი კობახიძე – ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით

79

ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისას აღნიშნა, სადაც ლავროვის უწყება, საქართველოს მიერ რუსი დიპლომატის გაძევებაზეა საუბარი. როგორც კობახიძემ აღნიშნა, საქართველოს საკუთარი პრინციპები აქვს ჩამოყალიბებული საგარეო პოლიტიკაში და ყოველი გადაწყვეტილება ამ პრინციპებს ეფუძნება.

„ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს და აქედან გამომდინარე, ვიღებთ გადაწყვეტილებას კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ ვიმოქმედოთ სწორად და პრინციპების საფუძველზე. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პრინციპები საგარეო პოლიტიკაში და ჩვენი ყოველი გადაწყვეტილება ამ პრინციპებს ეფუძნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ და აქვე დასძინა, რომ მისთვის უცნობია თუ რა იგულისხმება სარკისებურ რეაქციაში და საპასუხო ზომებში, რომელზეც რუსეთის საგარეო უწყება საუბრობს.

რუსეთი „პერსონა ნონ გრატად“ აცხადებს იმ ქვეყნების დიპლომატიური დაწესებულებების შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლებს, რომლებმაც სკრიპალის საქმის გამო რუსი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, „იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო მომენტში აღნიშნული ქვეყნების რიცხვს ბელგია, უნგრეთი, საქართველო და მონტენეგრო შეურთდნენ, რუსეთი იტოვებს უფლებას მათთან მიმართებაში საპასუხო ნაბიჯები გადადგას“.

შეგახსენებთ, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელი მიუღებელ პიროვნებად გამოაცხადა და მოითხოვა, რომ მან საქართველო 7 დღის ვადაში დატოვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები