„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვერ უღრმავდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
როგორც კობახიძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ ბლინკენის მისამართით კითხვები არსებობს.
„ახლა, ბლინკენი რომ არ არის დამნაშავე, ეს ხომ ცხადია? ბლინკენი, რა თქმა უნდა, ვერ უღრმავდება საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ბევრად მეტი საქმე აქვს. ბლინკენი არ არის ის პირი, ვისაც კითხვები უნდა დავუსვათ. ალბათ, უნდა ვკითხოთ ელჩს, რომელიც აქ არის, უნდა ვკითხოთ საელჩოს“, – აცხადებს კობახიძე.
კელი დეგნანი აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის დასანქცირებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს