თურქეთში სახელმწიფო ვიზიტით მყოფი პრემიერ-მინისტრი ათათურქის მავზოლეუმს ეწვია და თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებლის, მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო.
ირაკლი ღარიბაშვილის სახელმწიფო ვიზიტი თურქეთში დაიწყო
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა მავზოლეუმში ხსოვნის წიგნში ჩანაწერი დატოვა:
“მუსტაფა ქემალ ათათურქმა წარუშლელი კვალი დატოვა არა მარტო თურქეთის, არამედ კაცობრიობის ისტორიაში. მისი, როგორც პროგრესული ლიდერისა და თანამედროვე თურქეთის სახელმწიფოს ფუძემდებლის სახელი, უკვდავყოფილია და არასოდეს მიეცემა დავიწყებას.” – წერია ხსოვნის წიგნში.
შეგახსენებთ, ირაკლი ღარიბაშვილი სახელმწიფო ვიზიტით თურქეთს დღეს ეწვია.
აღსანიშნავია, რომ ეს პრემიერ-მინისტრის პირველი სახელმწიფო ვიზიტია თურქეთის რესპუბლიკაში.