საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის ინაუგურაციას დაესწრო.
ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია ანკარაში, თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
„ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს. ვუსურვებთ მშვიდობიან, სტაბილურ და წარმატებულ მოღვაწეობას, როგორც ჩვენი მეგობარი ერის ლიდერს. მისი ძლიერი ხელმძღვანელობით მოუთმენლად ველოდებით, რომ არსებული სტრატეგიული პარტნიორობა თურქეთსა და საქართველოს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება“, – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.