ბათუმის მოვლენებზე სისხლის სამართლის ბრალდებით დაკავებულ ირაკლი ჩხვირკიას მომდევნო სასამართლო პროცესებზე ადვოკატები აღარ დაიცავენ. ბრალდებულმა ირაკლი ჩხვირკიამ ადვოკატების აცილების თაობაზე სასამართლოს დღეს მიმართა.
ირაკლი ჩხვირკიას განცხადებით, პოლიტიზირებულ სასამართლოში გადაწყვეტილება უკვე მიღებულია და იგი ადვოკატების ყოფნის აუცილებლობას ვერ ხედავს.
მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ჩხვირკიას მოთხოვნა დააკმაყოფილა.
ამ წუთებში ბათუმის საქალაქო სასამართლოში ბათუმის მოვლენებზე ირაკლი ჩხვირკიას და მერაბ ღოღობერიძის სასამართლოს პროცესი მიმდინარეობს. დღეს ბრალდებული ირაკლი ჩხვირკიას საქმეზე “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაიკითხებიან. მომდევნო სასამართლო პროცესებზე მხარეები დასკვნით სიტყვას წარმოთქვამენ.
პროკურატურა მერაბ ღოღობერიძისა და ირაკლი ჩხვირკიას ბათუმში 11-12 მარტს განვითარებული მოვლენების ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავება.