LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ჩხეიძე ჭაბუკებს შორის მსოფლიოს ჩემპიონია

47

ახალგაზრდა ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე მსოფლიოს ჩემპიონია!

მალაიზიაში, ქალაქ პენანგში დასრულებულ მსოფლიოს პირველობაზე ძალოსნობაში ჭაბუკებს (U17) შორის, 94 კგ. წონით კატეგორიაში მოასპარეზე ირაკლი ჩხეიძემ ატაცში 154 კგ, აკვრაში კი 186 კგ. დაიმორჩილა და ორჭიდში მოპოვებული შდეგით – 340 კგ. მსოფლიო ჩემპიონს ტიტული მოიპოვა.

აღსანიშნავია, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგების შემდეგ, ირაკლი ჩხეიძე მსოფლიო პირველობაზეც ერთ-ერთი ფავორიტი იყო.

საქართველოს ჭაბუკთა ნაკრები მალაიზიაში 2 სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. + 94 კგ-ში B ჯგუფში გამოვიდა თორნიკე ტაბატაძე, რომელმაც საბოლოოდ მე-4 ადგილი დაიკავა.

ზურაბ ანთაური (ჭაბუკთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ტაქტიკურად მოვიგეთ. სასიამოვნოა, როდესაც ყველაფერში პირველზე ხარ, მაგრამ როგორც საჭირო იყო, ისე წავიყვანეთ პროცესი. რა თქმა უნდა, შედეგით კმაყოფილი ვარ. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ჩვენს გვერდით იდგა და ყველანაირად გვეხმარებოდა. პირადად ჩვენი ფედერაციის პრეზიდენტს კახი კახიაშვილს, რომელიც მაქსიმალურად ყურადღებით იყო. ჩვენი ძალოსნობისთვის, ჩვენი სპორტისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი დღეა. ირაკლიმ 6 შესაძლებლობიდან ექვსივე გამოიყენა. ეს კლასია”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები