LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება: ოკუპირებული აფხაზეთი

94
ირაკლი ბებუა

საქართველოს მოქალაქის, ირაკლი ბებუას ვადამდე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება, – ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, რითაც ე.წ. „უწყება“ ეხმიანება შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებას, რომელმაც იმედი გამოთქვა, რომ ირაკლი ბებუას გათავისუფლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

„საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა ნასამართლევია აფხაზეთის რესპუბლიკაში ჩადენილი დანაშაულისათვის და სასჯელს იხდის სასამართლოს გადაწყვეტილების შესაბამისად. მისი ვადაზე ადრე გათავისუფლების საკითხი არ განიხილება”, – ნათქვამია ე.წ. „უწყების“ განცხადებაში.

ოკუპირებული აფხაზეთის „საგარეო საქმეთა სამინისტრო“ თეა ახვლედიანს მოუწოდებს, ნუ „ამახინჯებს ფაქტებს და ავრცელებს ვარაუდებს.“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები