LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების გამო გათავისუფლდა: “თბილსერვის ჯგუფი”

55
თბილსერვისი

„თბილსერვის ჯგუფი“ ირაკლი ბაღდავაძის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხზე განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ირაკლი ბაღდავაძე დასუფთავების სამსახურის შრომითი კოლექტივის უკანონოდ გაფიცვის ორგანიზების, თანამშრომლებთან დაპირისპირებისა და მათზე მუქარის გამო გათავისუფლდა.

„თბილსერვის ჯგუფის“ მიერ ჩატარებული შიდასამსახურებრივი მოკვლევის საფუძველზე დადგენილია ირაკლი ბაღდავაძის მიერ ზემოთ აღნიშნული დარღვევების ჩადენის ფაქტები, რის გამოც მოხდა მისი სამსახურიდან გათავისუფლება“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც ცნობილია, ირაკლი ბაღდავაძე მისი სამსახურიდან გათავისუფლებას უკანონოს უწოდებს და პროტესტის უკიდურეს ზომას, შიმშილობას მიმართავს.