LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ირაკლი, არც შენ, არც მე, არც ბიძინას და არც მიშას, არ გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რაც გააკეთა დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ, ვანო ჩხიკვაძემ და ლევან ცუცქირიძემ“ – უსუფაშვილი პრემიერს

220
Untitled design (3)

„არც შენ, არც მე, არც ბიძინას, არც მიშას და არავის არ გაუკეთებია ევროპული მომავლისთვის იმდენი, რამდენიც გააკეთა დათო ტურაშვილმა, გიორგი კეკელიძემ, ვანო ჩხიკვაძემ, ლევან ცუცქირიძემ, უამრავმა ადამიანმა“, – ამის შესახებ პარლამენტში, პრემიერის ინტერპელაციის წესით მოსმენის შემდეგ, სიტყვით გამოსვლის დროს „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

უსუფაშვილი გამოეხმაურა ირაკლი ღარიბაშვილის ფრაზას: „ვის გაუკეთებია და ვინ აკეთებს ჩვენზე მეტი ევროპული მომავლისთვის“.

„მოდი, კეთილი ვინებოთ პოლიტიკოსებმა და იმ საკითხებს, რომლებიც ქართველი ხალხის მონაპოვარია – და კონკრეტული მოქალაქეების შექმნილია ეს ქვეყანა, ამ მოქალაქეებზე უნდა გაიაროს ამ ქვეყანამ – ნურც ნურაფერს ვამადლით, თუ რამე გავაკეთეთ და ნურც ნურაფერს ვიბრალებთ, რომ ჩვენია“, – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

ცნობისათვის, პარლამენტში პრემიერ-მინისტრს ინტერპელაციის წესით უსმენენ. ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, მას დეპუტატები მიმართავენ.

იხილეთ ვრცლად:

„თუ ევროპას პოლარიზების დასრულება უნდა, კანდიდატის სტატუსი უნდა მოგვცეს“ – პრემიერის გამოსვლა პარლამენტში და მთავარი აქცენტები 

სამადაშვილი პრემიერს: სამარცხვინო ადამიანი ხარ – სამჯერ უნდა დაიძახოთ Mea culpa, რაც ლათინურად ნიშნავს „დამნაშავე ვარ“ 

ღარიბაშვილი: ეს იყო ძალადობრივი აქცია, რომელიც ხელისუფლებამ სიმტკიცით მოიგერია და ყველას სათანადო ადგილი მიუჩინა 

“ეკონომიკა გავზარდეთ თითქმის 30 მილიარდი ლარით” – ირაკლი ღარიბაშვილი 

„სააკაშვილი არის დეკლარირებული, დადასტურებული კრიმინალი“ – ღარიბაშვილის თქმით, ექსპრეზიდენტის შემოსვლის მიზანი ომის დასაწყებად ნიადაგის მომზადება იყო