„თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერის ირაკლი ალასანიას განცხადებით, “თავისუფალი დემოკრატები” ეგ.წ. კაბელების საქმეზე უკანონოდ დაკავებულებს არ მიატოვებენ. ამის შესახებ ალასანიამ სააპელაციო სასამართლოსთან გამართულ აქციაზე განაცხადა.
“წერტილს დავუსვამთ ამ ხელისუფლების ბოგინს, რომელმაც დაუშვა, რომ უდანაშაულო ადამიანები შვიდი წლით ციხეში ჩაესვა. მინდა ვუთხრა ჩვენს ბიჭებს, რომ არ მიგატოვებთ, მალე გაგათავისუფლებთ უკანონო პატიმრობიდან. ჩვენ ერთად, ერთ მუშტად შეკრული მივაღწევთ ამას და მე მწამს ისე როგორც არასდროს, რომ ეს არჩევნები გახდება გადამწყვეტი“, – განაცხადა ალასანიამ.
მანვე აღნიშნა, რომ ლევან მურუსიძე მართავდა სასამართლოს წინა ხელისუფლების რეჟიმის პირობებში და შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ გადმოიბარა იგი.