LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ირაკლი აბუსერიძე და გიორგი ნიჟარაძე პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებენ

13

ირაკლი აბუსერიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტობისთვის აღარ იბრძოლებს. შესაბამისი ინფორმაცია რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

“რაგბის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მივიღე გადაწყვეტილება, მოვხსნა ჩემი კანდიდატურა. ამ გადაწყვეტილების შესახებ დეტალებს მოგვიანებით მოგახსენებთ“, – აღნიშნულია აბუსერიძის განცხადებაში.

კანდიდატურა მოხსნა გიორგი ნიჟარაძემაც.
“გაცნობებთ, რომ საქართველოს რაგბის კავშირის 2015 წლის 20 დეკემბერს საერთო ყრილობაზე გასამართ სრკ-ს საპრეზიდენტო არჩევნებზე ვხსნი ჩემს კანდიდატურას. ამ დღეებში საქართველოს რაგბის კავშირის გამგეობა გამოაქვეყნებს ახალი ყრილობის ჩატარების ვადას, რომელიც უახლოეს მომავალში გაიმართება“, – აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ნიჟარაძე ავრცელებს.

საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის არჩევნები 20 დეკემბერს გაიმართება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები