LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იქნება, თუ არა ქვეყანაში ქათმის ხორცის დეფიციტი – მინისტრის განმარტება

75
Fresh raw chicken legs arrangement on kitchen cutting board with tomatoes

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში ფრინველის ხორცზე დეფიციტი არ შეიქმნება. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა აღნიშნა, ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების შესახებ ტექნიკური რეგლამენტი ძალაში ოქტომბრის ბოლოს შევა და მისი ამოქმედება აღარ გადავადდება.

“როდესაც გადავადებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მივიღეთ, ეს იყო მწვავე პერიოდი კოვიდთან დაკავშირებული, როცა სხვადასხვა ქვეყანა ზღუდავდა ექსპორტს. ამ შემთხვევაში ჩვენთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო, ჩვენი ქვეყნის სასურსათო უზრუნველყოფა, ის, რომ არ ყოფილიყო დეფიციტი არც ერთ მნიშვნელოვან სასურსათო პროდუქტზე. ეს იყო პასუხისმგებლიანი გადაწყვეტილება და ამაზე პასუხს სრულად ვაგებთ. თუმცა, ამას მოჰყვა სპეკულირება ადგილობრივი მწარმოებლების მხრიდან, რომ რომ ვიღაცის ინტერესების ლობირება ხდებოდა და ა.შ. ახლა ჩვენ არ ვგეგმავთ არანაირ გადავადებას, არ ვხედავთ არანაირ შეზღუდვებს მსოფლიო ბაზარზე. აქ არის ორი ჯგუფი: ადგილობრივი მწარმოებლები ისევ გვადანაშაულებენ, რატომ მოხდა ეს, არასწორი იყოო, მეორე არის იმპორტიორების ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ ამის შედეგად საქართველოში იქნება დეფიციტი. რა თქმა უნდა, დეფიციტი არ იქნება, ვაჭრობა გაგრძელდება და იქნება სამართლიანი ბაჭრობა“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, რომელიც ძალაში 20 ოქტომბრიდან უნდა შევიდეს, 2025 წლამდე გაყინული და სწრაფად გაყინული ქათმის მარკეტინგი შეიძლება განხორციელდეს თუ წყლის შემცველობა არ აღემატება 5%-ს, ხოლო 2025 წლის შემდეგ, ტექნიკური რეგლამენტი ადგენს, გაციების მეთოდიდან გამომდინარე, წყლის შემცველობის დასაშვებ სხვადასხვა ნორმას. რეგლამენტით განსაზღვრულია დაფასოებული ადგილობრივი წარმოების გაყინული, ან სწრაფად გაყინული ფრინველის ხორცის წონის კატეგორიის მიხედვით კლასიფიცირება. რეგლამენტის თანახმად, ყველა დაფასოებულ პროდუქტს უნდა ჰქონდეს წონის მაჩვენებელი, რაც მომხმარებელთა უფლებების დაცვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა. იმპორტირებული ხორცის შემთხვევაში, მას უნდა ახლდეს წარმოშობის ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული სერტიფიკატი ან აკრედიტებული ლაბორატორიის მიერ გაცემული ოქმი, რომელიც ადასტურებს, რომ პროდუქტი შეესაბამება ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები