LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„იქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში” – გია ცაგარეიშვილი

324
გია ცაგარეიშვილი

იქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი, ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში, – აღნიშნულის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი.

„ტურიზმის განვითარებასთან ერთად თანამდევია მომსახურების სფეროს განვითარება, სარესტორნო და სასტუმრო ბიზნესების განვითარება – აქ იქმნება ძალიან ბევრი სამუშაო ადგილი. ეს არის ჯაჭვი. ეს ყველაფერი მოიტანა მშვიდობამ ქვეყანაში – სადაც არის მშვიდობა, იქ ვითარდება ბიზნესი“, – აცხადებს ცაგარეიშვილი.

საგულისხმოა, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, 2023 წლის II კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 16.7 პროცენტი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები