უკრაინაში შეჭრის შემდეგ, რუსეთის მიმართ გამოწვეული მზარდი კრიტიკის ფონზე, თითქოს სწრაფი კვების ქსელი, “მაკდონალდსი” არ ახდენდა რეაგირებას. გუშინ ცნობილი გახდა, რომ კომპანია რუსეთის ფედერაციაში მოქმედ 850-ვე რესტორანს ხურავს.
მაკდონალდსი რუსეთში 850 რესტორანს ხურავს: Bloomberg
კომპანიას დღეს რუსეთის მთავრობამ უპასუხა.
„მაკდონალდსმა განაცხადა, რომ ისინი იხურებიან, ძალიანაც კარგი, დახურეთ რესტორნები, ოღონდ ხვალ იქ იქნება უკვე არა მაკდონალდსი, არამედ „ძია ვანია“. სამუშაო ადგილები შენარჩუნდება, ფასები კი დაიწევს, ასეთი მიდგომაა“, – აცხადებენ რუსეთის მთავრობაში.
Bloomberg-ის ინფორმაციით, დროებითი მოქმედების პირობებში, “მაკდონალდსი” განაგრძობს მისი 62 000 თანამშრომლისთვის სახელფასო ანაზღაურებას.
ამის შესახებ მაკდონალდსის აღმასრულებელმა დირექტორმა, კრის კემპჩინსკიმ განაცხადა.მაკდონალდსის დროებით ხურავს 850-ვე ლოკაციას რუსეთში მზარდი კრიტიკის ფონზე, რომ სწრაფი კვების ქსელი სწრაფად არ რეაგირებდა უკრაინაში ქვეყნის შეჭრის შემდეგ.
“მაკდონალდსმა” ასევე დროებით დახურა 100 ფილიალი უკრაინაში, ხოლო ხელფასების გაცემა იქაც გააგრძელა.
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი ასევე გააკეთა მოსკოვის მერმა, სერგეი სობოიანმა.
მოსკოვის მერი ამბობს, რომ სწრაფი კვების ადგილობრივი ქსელები ქალაქში McDonal’s-ის 250 რესტორანს ჩაანაცვლებენ.
დედაქალაქის ხელისუფლებამ გადაწყვიტა 500 მილიონი რუბლი გამოეყო შეღავათიანი მიზნობრივი სესხისთვის, სწრაფი კვების დამატებითი ქსელის შესაქმნელად. საუბარია, დაახლოებით, 4,3 მილიონ დოლარზე.