iPhone–ის შეძენისას, ყოველთვის საჭიროა მოწყობილობა სიფრთხილით და ყურადღებით შეარჩიოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს თქვენი პირველი შეხებაა Apple-თან. ისიც იცოდეთ, რომ თქვენი პირველი iPhone–ის შეძენის შემდეგ Apple-ი იმდენად მიმზიდველი გახდება, რომ თქვენს ნაკრებს, iPad–ი და Mac–ი აუცილებლად შეემატება.
iPhone, ისევე როგორც Apple–ის მიერ წარმოებული ნებისმიერი სხვა პროდუქტი, აუცილებელი ატრიბუტია თანამედროვე ადამიანისთვის, რომელიც ფეხს უწყობს დროს და მიჰყვება ინოვაციებს. ეს არ არის მხოლოდ გასაოცარი ხარისხი და უნიკალური სტილი, Apple-ი სტატუსის განმსაზღვრელი მაჩვენებელია.
რა უნდა ვიცოდეთ იმისთვის, რომ Apple-ის მიმართ ჩვენი მოლოდინი გამართლდეს? როგორ გავექცეთ თაღლით რესელერებს რომ ორიგინალი მოწყობილობის ნაცვლად ყალბი iPhone-ი არ მივიღოთ? ამ კითხვებზე პასუხს სტატიიდან გაიგებთ.
რაც უფრო პოპულარული ხდება Apple-ის პროდუქცია, მით უფრო ხშირად ვხვდებით ბაზარზე ჩინურ, ყალბ სმარტფონებს. რამდენიმე წლის წინ, ყალბი მოდელის იდენტიფიცირება შეიძლებოდა კორპუსის დამახასიათებელი ჭრაჭუნით, კამერის განათებით, Lightning პორტთან დამონტაჟებული ხრახნებით ან დისფლეის უხარისხო სურათით. მაგრამ დღეს ყალბი სმარტფონები საკმაოდ რთულია განასხვავო ორიგინალისგან, იმდენად იდეალური მსგავსება აქვს ნამდვილ iPhone-თან.
ყალბი სმარტფონის დამზადების ოსტატები, დიდი ხანია მიხვდნენ, რომ მომხმარებლებმა დაიწყეს ამ საკითხით დაინტერესება და დაკვირვება.
მოდით, კიდევ ერთხელ, მოკლედ მიმოვიხილოთ 5 მარტივი ნიშანი თუ როგორ განვასხვაოთ ორიგინალი iPhone-ი ყალბისგან:
- არანაირი ჩინური სიმბოლოები მოწყობილობის ქავერის უკანა მხარეს, მხოლოდ ინგლისური წარწერა: iPhone, Designed by Apple in California, Assembled in China;
- არანაირი ჩამონტაჟებული microSD ბარათები და გასაშლელი ანტენები;
- მხოლოდ ერთი lightning პორტი;
- გლუვი და სწორი ზედაპირი, უკანა პანელზე გამოწეულია მხოლოდ კამერის ბლოკი.
- ორიგინალი iPhone-ის კორპუსი მონოლითურია და შეუძლებელია მისი უკანა ნაწილის დამოუკიდებლად მოხსნა.
თუ ვიზუალის ზუსტი კოპირება მაინც შესაძლებელია, მაშინ არსებობს კიდევ ერთი ხერხი საბოლოო შემოწმებისთვის. ჩვენ გირჩევთ, გადახვიდეთ ვებგვერდზე https://isupport.ge/ და შეამოწმოთ აქვს თუ არა თქვენს iPhone–ს ოფიციალური გარანტია საქართველოში. შესამოწმებლად, თქვენ გჭირდებათ მოწყობილობის სერიული ნომერი, რომელიც უნდა შეიყვანოთ მოცემული საიტის მთავარ გვერდზე მოთავსებულ გრაფაში. სერიული ნომერი შეგიძლიათ ნახოთ სიმ ბარათის სლოტზე, iPhone-ის ყუთზე, ან პარამეტრებიდან – ზოგადი – ამ მოწყობილობის შესახებ.
ორიგინალი iPhone-ის შესაძენად, ყველაზე მარტივი გზა Apple-ის ოფიციალურ რესელერ მაღაზიებში შეძენაა, რომელთა ჩამონათვალი და მისამართები შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდებზე:
– https://locate.apple.com/ge/en/
– https://isupport.ge/ საქართველოში Apple-ის 7 ოფიციალური რესელერია, რომელიც პროდუქციის ხარისხის და მომსახურების გარანტია. ეს არის პრემიუმ რესელერი iSpace-ი და 6 ავტორიზებული რესელერი: Alta, Elit Electrinics, iPlus, iTechnics, iStore, Silknet .
ახლა უკვე იცით, საქართველოში სად და როგორ შეიძინოთ ორიგინალი iPhone-ი ისე, რომ არ მოტყუვდეთ და შენაძენისგან მხოლოდ პოზიტივი მიიღოთ.