კომპანია Apple თვით მართვადავტომობილებს გამოუშვებს. როგორც პოპულარული გამოცემა Bloomberg იუწყება, Apple წლების განმავლობაში ასაიდუმლოებდა ინფორმაციას ახალი პროექტის შესახებ, თუმცა, დეტალებზე კომპანიის ხელმძღვანელმა ტიმ კუკმა Bloomberg-თან ისაუბრა.
„ჩვენ ფოკუსირებული ვართ, მანქანის ავტონომიური სისტემის შექმნაზე. ვფიქრობთ, ეს იქნება “დედა პროექტი” სხვა დანარჩენი პროექტებისთვის”, – აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.
როგორც ტიმ კუკმა განმარტა, ეს იქნება ყველაზე რთული ხელოვნური ინტელექტის პროექტია, რომელზეც Apple მუშაობს.