გერმანელმა მესუთ იოზილმა და ფრანგმა პოლ პოგბამ 22 ტანზანიელი ბავშვის ოპერაცია დააფინანსეს.
თითოეულმა 11-11 ოპერაციის ფული გადაიხადა.
სიღატაკის გამო ტანზანიაში უამრავი ადამიანი ღია ცეცხლთან ცხოვრობს, რის გამოც ხშირია ხანძრისგან დაზიანებები. ხოლო არასაკმარისი საკვების გამო ბავშვებს ფიზიოდავადებები უვითარდებათ.
„ვამაყობ, რომ დავეხმარე შემეცვალა იმ ბავშვების ცხოვრობა, ვისაც ეს მართლა ჭირდებოდათ“, – დაწერა იოზილმა ინსტაგრამზე.
კამპანია BigShoe11ფეხბურთელებს ქველმოქმედებისკენ 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატიდან მოუწოდებს.
ტოგოს ნაკრებმა პირველმა მიიღო მონაწილეობა აქციაში, როდესაც ახალგაზრდა ტოგოლი გოგონას ოპერაცია დააფინანასეს.