IOS მობილურ ოპერაციულ სისტემაში განახლებული ქართული შრიფტი ქართველმა დიზაინერმა აკაკი რაზმაძემ დახატა. ამის შესახებ ინფორმაციას ის სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“ამაყი ვარ, როდესაც ჩემი დიზაინით შექმნილ შრიფტს ვხედავ IOS 13-ში”, — წერს ინსტაგრამზე აკაკი რაზმაძე.
https://www.instagram.com/p/B2pRG6whwgO/?utm_source=ig_embed&utm_campaign=dlfix
ცნობისთის, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც IOS-ის ახალი ვერსიის გამოსვლისას, განახლება ქართულ შრიფტსაც შეეხო. ეფლმა თავის ახალ აიფონებთან ერთა IOS 13 10 სექტემბერს, ყოველწლიურ პრეზენტაციაზე წარადგინა.