LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იორდანიის მეფის ბრონირებული Mercedes აუქციონზე გაიტანეს

117

აუქციონის სახლმა Silverstone-მა იორდანიის მეფის ბრონირებული Mercedes-Benz 560 SEL გასაყიდად განათავსა. მოდელი 1988 წელსაა გამოსული. იგი ეკუთვნოდა მეფე ჰუსეინს, რომელიც იორდანიას 1952-დან 1999 წლამდე მართავდა. ავტომობილი 30.000-ს ფუნტ სტერლინგადაა შეფასებული, რაც 36.000 აშშ დოლარის ექვივალენტია.

აღსანიშნავია, რომ ჰუსეინმა ავტომობილი 1988 წელს ინგლისში შეიძინა. მონარქმა მოდელში იმ დროისთვის კოლოსალური თანხა – 200.000 ფუნტი სტერლინგი გადაიხადა. ავტომობილი B4 კლასის შესაბამისი ბრონირების სისტემითი იყო დაცული.

სედანი აღჭურვილია ტელეფონით, სავარძლებზე ელექტრორეგულატორებითა და შიდა გათბობით. გარდა ამისა, ავტომობილში დამონტაჟებულია მიკროფონი, ხოლო სპიკერი გამოტანილია გარე პანელზე და დამალულია რადიატორის ქვეშ.

Mercedes-Benz 560 SEL წარმოდგენილია 5.6 ლიტრიანი V8 ტიპის გამწევით, რომელიც 300 ცხენის ძალის სიმძლავრით ხასიათდება. აღსანიშნავია, რომ მოდელი არაა მოდიფიკაცია და იგი პირველადი ტექნიკური მახასიათებლებითაა წარმოდგენილი.

აღსანიშნავია, რომ გარდა ისტორიული დატვირთვისა, Mercedes-Benz 560 SEL დღევანდელობაშიც საკმაოდ მოსახერხებელი და თანამედროვეობასთან მორგებულია, თუ არ ჩავთვლით მოძველებული ინტერიერსა და თანამედროვეობასთან შეუსაბამო ექსტერიერს.

აუქციონი 2016 წლის 12 ნოემბერს, ინგლისში გაიმართება.