იორდანელმა მამაკაცმა ძველი VW სასტუმროდ გადააქცია. მუჰამედ ალ მალაჰიმ Volkswagen “ხოჭოსგან“ ნამდვილი მინი-სასტუმრო შექმნა. „CNN“-ის ინფორმაციით, მამაკაცს სურს, რომ ამ ნაბიჯით თავისი პატარა სოფლის ელ-ჯაიას პოპულარობა გაზარდოს და ის ტურისტულ დანიშნულებად გადააქციოს. ორადგილიან „ხოჭოში“ ღამის გათენება 40 იორდანული დინარი ღირს, რაც მუჰამედის აზრით ძალიან დაბალი ფასია, რამეთუ მისი სასტუმრო 5 ვარსკვლავიანს არაფრით ჩამოუვარდება. მითუმეტეს, თუკი გავითვალისწინებთ იმას, რომ ავტომობილი ალის ქალიშვილმა საკუთარი ხელით მოაწყო, შეკერა ულამაზესი თეთრეული და ფანჯრებზე კი ტრადიციული ნახატებით გაფორმებული ფარდები დაკიდა.