LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

იონათამიშვილი: „შოლცმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე“

120
რატი იონათამიშვილი

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებას, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი ეხმიანება.

ოლაფ შოლცი: „ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს – ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ საქართველო მას არ მიიღებს“

იონათამიშვილის თქმით, „კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე“.

„აბა, რუსული კანონიო?! შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე კანონსო.

ანუ, კანცლერმა დაადასტურა, რომ მსგავსი კანონპროექტი არის ევროკავშირშიც, ოღონდ არც ერთი მოსწონს და არც მეორე. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ევროპაშიც დაინიცირებულია და საქართველოშიც. განსხვავება ერთია, იქ განიხილავენ და ჩვენ, თურმე, ულაპარაკოდ, უარგუმენტოდ და დისკუსიის გარეშე უნდა გავიწვიოთ.

ვერ მოგართვით, ასე არ ხდება. საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ის, რაც შეუძლიათ ევროპელებს, შეგვიძლია ჩვენც!

ღირსეული პასუხი გასცა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა!“, – წერს რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში.

აბა, რუსული კანონიო?! 😊😊😊 შოლცმა, იმედია, არც ევროკავშირში დაინიცირებულ კანონს მივიღებთ და არც საქართველო მიიღებს იგივე…

Posted by Rati Ionatamishvili on პარასკევი, 12 აპრილი, 2024

ცნობისათვის, როგორც გერმანიაში ვიზიტით მყოფ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე გერმანიის კანცლერმა განაცხადა, „მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად უყურებს ე.წ. აგენტების შესახებ კანონს“.

კობახიძე: საქართველოს საშუალოვადიან პერსპექტივას წარმოადგენს ევროკავშირში გაწევრიანება, ევროკავშირში, რომელიც თავისუფალ ხალხებს ლისაბონიდან თბილისამდე აერთიანებს