„ქართული ოცნების“ მხარდაჭერა ისტორიულ მაქსიმუმზეა, ხოლო ოპოზიციის – ისტორიულ მინიმუმზეა! მმართველ გუნდს მხარს ამომრჩეველთა 60% უჭერს, ხოლო ოპოზიციას ჯამში 17% აქვს, 5%-იანი ბარიერის გადალახვის რისკი მათ შორის უკვე „ნაცმოძრაობას” გააჩნია“, – ამ განცხადებით „ქართული ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი ოპოზიციას პასუხობს.
იონათამიშვილის შეფასებით, „ქართული ოცნების“ საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებულ ბარიერს, დაბალი საარჩევნო რეიტინგის გამო აუქმებს.
როგორც დეპუტატმა, აღნიშნა, „თუ ერთპროცენტიანი ოპოზიციური პარტიები ფიქრობენ, რომ „ქართულ ოცნებას“ რეიტინგი არა აქვს, ეს მით უარესია მათთვის“.
„კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ არა მარტო 2024-ში ვაპირებთ არჩევნების მოგებას, არამედ 2028-შიც.“
„მთავარი საკითხია საკრებულოების ეფექტური მუშაობა, რათა არჩევნების პერიოდში წყვეტა მაქსიმალურად შემჭიდროებული იყო. თუ პრაქტიკასაც გადავხედავთ, მეორე ტურში შედეგები არასდროს შეცვლილა, პირიქით, ყოველთვის პირველ ტურში გამარჯვებული კანდიდატი იმყარებდა საკუთარ საკუთარ პოზიციებს“. – განაცხადა რატი იონათამიშვილმა.