LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტორები ქართულ ინოვაციურ სტარტაპებს გაეცნობიან

104

6 ინოვაციური სტარტაპი 24 აპრილს თავის პროექტებს ინვესტორების წინაშე წარადგენეს – ”სატრტაპ დემო დღის” ფარგლებში. სტარტაპებმა საქართველოს უნივერსიტეტის აქსელერატორის  – სატარტაპ ფექტორის 3 თვიანი სააქსელერაციო პროგრამა გაიარეს. აღნიშნული პროგრამის მეთოდოლოგია და სტრუქტურა მსოფლიოს წამყვანი ამერიკული სტარტაპ აქსელერატორის – 500 სტარტაპის პრინციპზეა დამყარებული. სტარტაპებს ჰქონდათ შესაძლებლობა, 3 თვის განმავლობაში ექსეპრტებთან და მენტორებთან საკუთარ პროექტებზე ემუშავათ.

”დემო დღეს” დაესწრებიან ენჯელ და ვენჩერ ინვესტორები საქართველოდან და უცხოეთიდან, ასევე UG სატარტაპ ფექტორის უკვე აკუმულირებული აქვს ფონდი 100.000 ლარის მოცულობით საკუთარი სტარტაპების დასაფინანსებლად.

დემო დღეზე წარსდგებიან შემდეგი სტარტაპები:

–           DR Pillow – ჭკვიანი ბალიში, რომელიც ადამიანებს საშუალებას აძლევს, მოახდინონ ინტერაქცია საკუთარ სიზმრებთან და მართონ ისინი;

–           Twinners – სტარტაპი, რომელიც დაეხმარება მოქალაქეებს ტაქსის საფასურის გაზიარებასა და თანხების დაზოგვაში;

–           Total Traffic Management – მოწყობილობა, რომელიც დინამიურად არეგულირებს სატრანსპორტო სასუალებების სიჩქარეს, რაც ტრანსპორტს აარიდებს ავარიებს;

–           Spy Recipe – ერთ ყუთში შეფუთული ყველა ინგრედიენტი გემრიელი საჭმელების მოსამზადებლად და დროის დასაზოგად. სტარტაპი იყენებს დისტრიბუციის ახალ მეთოდს რათა ადამიანებს გაუმარტივონ საჭმლის დამზადება;

–           Visual Hub – ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული პლატფორმა, რომელიც ეხმარება არაპროფესიონალებს პროფესიონალური დიზაინის/ბრენდბუკის შექმნაში;

–           SparkLab – გაფართოებული რეალობის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული აპლიკაცია, რომელიც საშუალებას აძლევს სკოლებს მოახდინონ ქიმიური ცდების ციფრულად განხორციელება, რაც დაუზოგავთ მათ ქიმიური ლაბორატორიის მოწყობის ხარჯებს.

ცნობისთვის, ”დემო დღის” ღონისძიება გაიმართება საქართველოს უნივერსიტეტის IV კორპუსში, 519 აუდიტორიაში. მისამართი: კოსტავას 77ა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები