LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინვესტიციების მოზიდვას დიდი ჭკუა სჭირდება, ასევე ნეპოტიზმის მინიმუმამდე შემცირება – თემურ ჭყონია

172
20200715170808

რა უშლის ხელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას? – მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლები რამდენიმე გამოწვევას ასახელებენ, რომელთა მოგვარებაც ინვესტიციის მოზიდვას ხელს შეუწყობს.

„კოკა-კოლა ბოთლერზ ჯორჯიას“ პრეზიდენტი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ინვესტიციების ზრდას სასამართლო სისტემის გამჭირვალობა, ნეპოტიზმის შემცირება და კარგი კომუნიკაციები სჭირდება.

„მეტ ინვესტიციას დიდი ჭკუა სჭირდება. ასე მარტივად არ ხდება. ინვესტიციის მოზიდვას უნდა სხვა კომუნიკაციები, ნდობის თემის ამაღლება, სასამართლო სისტემის აბსოლუტური გამჭირვალობა და ნეპოტიზმის მინიმუმამდე შემცირება. ძალიან ბევრი თემაა, რაც ბოლო ხანებში პრობლემაა საქართველოში. თუ ეს შეიცვლება, ალბათ ერთი წელი მაინც ძალიან რთული იქნება და პანდემიის შემდეგ პერიოდში, უკვე შესაძლებელი გახდება, მოვიზიდოთ ახალი ინვესტიციები“, -აღნიშნა თემურ ჭყონიამ.

„ვითიბის ბანკის“გენერალური დირექტორის არჩილ კონცელიძის განცხადებით კი ინვესტიციების მოსაზიდად აუცილებელია, რომ ჩვენს რეგიონში სიტუაცია დალაგდეს.

„უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული. პანდემიაც იყო, სომხეთ-აზერბაიჯანის ომიც იყო, რაც ყველაფერზე მოქმედებს. აქედან გამომდინარე, რეგიონის სტაბილურობა არის ამისთვის საჭირო და სახელმწიფოს მხრიდან, ჩვენი ქვეყნის ცოტა მეტი პიარი, როგორც საინვესტიციოდ კარგი ქვეყნის. ამასთან, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად, ასევე აუცილებელია ნაკლები ბიუროკრატია“, – განმარტავს არჩილ კონცელიძე.

ცნობისთვის, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ სულ ბოლოს, ანუ 9 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2020 წლის მესამე კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 302.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 23.6%-იანი კლებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები