LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერს ჩინური ახალი წელი გაუთენდა, სალას არ ივიწყებენ – ამბები მოკლედ

103
EOzAD31X4AA5fE4

„ინტერი“ განსაკუთრებული ფორმით ითამაშებს ჩინური ახალი წლის გამო. „ნერაძური“ უნიკალური ფორმით, რომელიც აზიური დღესასწაულისთვის დაამზადეს, 26 იანვარს „კალიარისთან“ შეხვედრაში გამოვა.

„ბარსელონა“ შეეცდება „ინტერიდან“ ლაუტარო იყიდოს ზამთარში 120 მლნ ევროდ.

„ბარსელონას“ სურს როდრიგოს იჯარა გამოსყიდვის ოფციით. „ვალენსია“ თავდამსხმელს 60 მლნ ევროდ აფასებს.

„ბარსელონას“ უარი უთხრეს ობამეიანგისა და ვერნერის იჯარაზე. კლუბი ბენ იედერით დაინტერესდა.

„ბაიერნს“ „რეალიდან“ იჯარით მიყავს ოდრიოსოლა.

„ატლეტიკომ“ კავანისთან დაკავშირებით შეთავაზება გაზარდა – 15+3 მლნ ევრო. პსჟ 20 მილიონს ითხოვს.

კილიან მბაპე: „ჩემი კუმირები იყვნენ ზიდანი, კრიშტიანო და ბრაზილიელი რონალდო“.

„ბორნმუთს“ სურს „ლიონის“ ვინგერი ტრაორე. ტრანსფერი 35 მლნ ფუნტად ფასდება.

კევინ დე ბრუინმა პირველმა გააკეთა მინიმუმ 15 ასისტი პრემიერლიგის სამ სეზონში.

ჟესუსმა მეორე პენალტი ვერ გაიტანა სეზონში. მან კარიერაში 4 თერთმეტმეტრიანი შეაგდო 10-დან.

FA-მ „მანჩესტერს“ ბრალდება წაუყენა იმის გამო, რომ ფეხბურთელები „ლივერპულთან“ მატჩში მსაჯს გარშემოერტნენ.

ჩიჩარიტო „ლოს ანჯელეს გალაქსიში“ გადავიდა.

„ნანტმა“ დაღუპული ემილიანო სალას სახსოვრად ფორმა (800 ეკზემპლარი, 80 ევრო) გამოუშვა. ეკიპირება არგენტინის დროშის ფერებშია. შემოსული თანხა ფეხბურთელის აღმზრდელ ორ არგენტინულ კლუბს გადაეცემა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები