მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად, ინტერპოლმა 55 ტონა ნარკოტიკული საშუალება ამოიღო.
როგორც ცნობილია, ერთთვიანი ოპერაციის მიმდინარეობისას, რეიდები 93 ქვეყანაში, მათ შორის ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში ჩატარდა.
შეგახსენებთ, რომ ამოღებულ აკრძალულ ნივთიერებებს შორის არის კოკაინი, ჰეროინი, ასევე სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალებები. სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია 1300-ს ადამიანზე მეტი.