ინტერნეტში რიგით პირველი ყველაზე სწრაფი ავტომობილის Bloodhound SSC სურათები ვრცელდება. შექმქმნელების იდეას თუ დავუჯერებთ, ავტომობილს შეეძლება 1600 კმ/სთ სიჩქარე განავითაროს, რაც ახალი მსოფლიო რეკორდი იქნება.
ავტომობილის დებიუტი ლონდონში შედგა და 8 ათასამდე ადამიანი დაესწრო. მისი სიგრძე 13,5 მეტრია, ხოლო საერთო მასა 7,5 ტონა. თუმცა, რეაქტიული ძრავის, Eurojet EJ200-ის და „იაგუარის“ V8 ტიპის დამხმარე ძრავის საშუალებით, მას 135 000 ცხენის ძალა აქვს. სავარაუდოდ 1600კმ/სთ-ს ავტომობილი 55 წამში აკრიფავს. რაც შეეხება ვიზუალს, ის უფრო თვითმფრინავს მოგვაგონებს ვიდრე ავტომობილს.
ავტომობილის გამოცდა შემდეგ წელს, აფრიკაში იგეგმება. დამატებითი დეტალები კი ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება. შეგახსენებთ, რომ პროექტის დაწყებაზე საუბარი ჯერ კიდევ 2008 წლის 28 ოქტომბერს დაიწყო. დღეს კი იგი ლონდონში, ფაქტიურად დასრულებულ მდგომარეობაში „ეპრანჭებოდა“ დამსწრე საზოგადოებას.