ინტერნეტ გამოცემა CNET-მა ჰიპერქარ Bugatti Chiron-ის ფოტოები გამოაქვეყნა. ახალი მოდელის დიზაინზე რუსი დიზაინერი საშა სელიპანოვი მუშაობდა. საშა მსგავსი მასშტაბის პროექტებში საკმაოდ გამოცდილია. იგი კონცერნ Volkswagen-ისა და Lamborghini Huracan-ის პროექტებზე მუშაობდა.
რაც შეეხება ჰიპერქარის დიზაინს: ახალი Chiron-ის გარეგნული მხარე ნაკლებად ხისტი გახდა, მუქი ფარები წარმოდგენილია გაცილებით დახვეწილ, ღია ფერებში. ავტომობილის წინა და უკანა ფორმები კი დიდად არ შეცვლილა.
2018 წელს, კომპანია Bugatti ახალი მოდელით, სისწრაფის მსოფლიო რეკორდის დამყარებას შეეცდება. თავდაპირველად კომპანია 500 ეგზემპლარის წარმოებას გეგმავს. ჰიპერქარის ღირებულება 2.4 მილიარდ ევრო იქნება.
გთავაზობთ ფოტოებს: