LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში „ტიტანიკის“ 105 წლის შემდეგ გადაღებულმა კადრები ვრცელდება

65

ინტერნეტ მომხმარებლები „ტიტანიკის“ 105 წლის შემდეგ გადაღებულმა კადრებმა გააოგნა. მეოცე საუკუნის დასაწყისში ტიტანიკი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ხომალდი იყო და მისი პირველი და ასევე უკანასკნელი რეისი 1912 წლის 14 აპრილს შედგა. კატასტროფა იქცა ლეგენდად, რომელიც აქტუალობას დღემდე არ კარგავს და ლაინერის ნარჩენებს სპეციალისტები ამ მომენტამდე სწავლობენ.

ტიტანიკი ატლანტის ოკეანის ფსკერზე, დაახლოებით 4 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობს. როგორც ჩანს, დროთა განმავლობაში ხომალდი ორ ნაწილად გაიყო და მისი ნაწილები ერთმანეთისგან 600 მეტრის მოშორებით მდებარეობს. კადრებში ასევე ჩანს, რომ ახლო-მახლო ტერიტორიაზე  სხვადასხვა დეტალებია მიმოფანტული და გრანდიოზული ლაინერიდან მხოლოდ ნარჩენები შემორჩენილა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები