Sony-ს დუმილი ამაო არ აღმოჩნდა და, როგორც ჩანს, იაპონური გიგანტი ნამდვილ საოცრებას უმზადებს ფანებს და არა მხოლოდ მათ. 2016 წლის სექტემბრის დასაწყისში, Sony-ს ახალი ფლაგმანი – Sony Xperia XR გამოვა.
გარდა კომპანიის ოფიციალურად გაკეთებული ანონსისა, გავრცელდა ფოტოები, რომელზეც ღია ლურჯი ფერის ,,ლამაზმანია’’ ასახული. ძვირადღირებული დივაისი სტანდარტულად Sony-ს Xperia ხაზს მიეკუთვნება და წარმოდგენილია Qualcomm-ის ბოლო თაობის პროცესორით – Snapdragon 820-ით, რომელიც 3 GB ოპერატიული მეხსიერებითა და 8-ბირთვიანი მოცემულობით საოცარ სისწრაფეს გვპირდება.
დივაისი გარეგნულად კვლავ Xperia-ს ფლაგმანების სტანდარტული დიზაინისაა. თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ Sony-ს ბოლო დროს შემუშავებული მონო-ბლოკის ფორმა, ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილია სმარტფონების ბაზარზე. თუ თქვენ სმარტფონის სილიკონის ჩასადების გარეშე გამოყენება გიყვართ, ალუმინის კორპუსი თუ შუშის უკანა პანელი პრემიუმ გაჯეტის ნამდვილი ღირსებაა, რადგან ყოველდღიური მოხმარების შედეგად, ნამდვილად არ აისახება მინიმალისტური ნაკაწრები და სხვადასხვა სახის დაზიანება მოწყობილობის ზედაპირზე.