LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში სამსუნგის ახალი ფაბლეტი Galaxy Note 7 გამოჩნდა

129

2016 წლის ზაფხულისთვის, სამსუნგმა ფლაგმანური ფაბლეტების Galaxy Note-ების ახალი წარმომადგენლის Galaxy Note 7-ის გამოსვლა დააანონსა. კომპანიამ გამოტოვა ციფრი 6 და პირდაპირ 7-ზე გადავიდა, რომ გაეთანაბრებინა ნომეკლატურა მეორე ხაზთან – Galaxy S.

ინტერნეტში განთავსებული ინფორმაციით, 3D-რენდერზე მოწყობილობა უკვე გამოჩნდა. ვიდეოს თანახმად, რომელსაც ქვემოთ იხილავთ, ფაბლეტი აღჭურვილი იქნება ორივე მხარეს გლუვ-კუთხოვანი დისფლეით. ვიდეოს ავტორების მიხედვით, დივაისი ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ერთი ვერსიით, Galaxy S-ის კლასისგან განსხვავებით.

გავრცელებული ინფორმაციით, დივაისი მიიღებს 5.8 დიუმიან დისფლეის, გაფართოებით 2560 x 1440, ხოლო პროცესორი იქნება Snapdragon 823, 6 GB ოპერატიულით, 32-დან 256 გბ-მდე ჩაშენებული მეხსიერებით, 12 მეგაპიქსელიანი ძირითადი და წინა 5 მეგაპიქსელიანი ,,სელფის’’ კამერით, რომელსაც დაკტილოსკოპური სენსორი ექნება. USB Type-C, სწრაფი დატენვის ფუნქცია და Android 6.0.1 ოპერაციულ სისტემად.

სმართფონი ოფიციალურად გაყიდვაში 2 აგვისტოდან ჩაეშვება.

გთავაზობთ ვიდეოს:

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები