LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში Porsche Panamera-ს ახალი თაობა გამოჩნდა

79

ონლაინ გამოცემა – ,,Motor 1’’ ახალი ჰეჩბექის – Porsche Panamera-ს შემდეგი თაობის ოფიციალურ ფოტოებს ავრცელებს. მოდელი 28 ივნისის ორშაბათს საღამოს გამოვა მსოფლიო ასპარეზზე.

ერთ-ერთი ფოტო მოწმობს, რომ Panamera-ს შემდეგი მოდელი მიიღებს 4 ლიტრიან, ბენზინის Twin-Turbo აგრეგატს – V8, რომელიც 4.8 ლიტრიან აგრეგატს შეცვლის. ძრავის სიმძლავრე განისაზღვრები 550 ცხენის ძალის სიმძლავრით, ხოლო მოდიფიცირებულ ვარიანტზე – Turbo S იქნება 600 სიმძლავრის. ოფიციალურ გამოსვლამდე კი გერმანელები გვატყობინებენ, რომ მოდელი გახდება მსოფლიოს ერთ-ერთი უსწრაფესი ლუქს სედანი.

ახალი Panamera აგებული იქნება Volkswagen-ის ახალ მოდულურ პლათფორმაზე – MSB.

მოდელის კონსტრუქცია, რომელიც 90 კგ-ით ნაკლებს შეადგენს წინამორბედისგან, აგებული იქნება ფოლადისა და ალუმინის მატერიალით. ჰეჩბექისთვის ხელმისაწვდომი იქნება საფირმო მექანიკური შასსი – PASM, ასევე შეჩერების სისტემა Bently Bentayga-სგან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები