LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში პაიქს პიკზე გამართული რბოლის ამსახველი ვიდეო გავრცელდა

52

YouTube-ის არხზე GT Channel რისა მილენას რბოლის ამსახველი ვიდეო გავრცელდა, რომელიც ჰოლმ პაიქს პიკზეა გადაღებული. ეს რბოლა აღსანიშნავი იმითაა, რომ მრბოლელმა რეკორდი,ზუსტად 8 წუთსა და 57 წამში, ელექტრომობილით დაამყარა. კლასიფიკაციის მიხედვით, მან მეორე ადგილი დაიკავა.

მართალია პაიქს პიკზე გამართული რალი ივნისის ბოლოს დასრულდა, თუმცა აღნიშნული აქტივობის ვიდეო მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა.

ამერიკელი მრბოლელი  და წინა პაიქს პიკის გამარჯვებული, რის მილენი ამჯერად მხოლოდ მეორე ადგილზე გავიდა. ის რბოლაში სპორტპროტოტიპით – eO PP100 მონაწილეობდა.

ჰოლმ პაიქს პიკის რალი ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 100 წელია ტარდება. მარშრუტი შეიცავს 156 მოსახვევს.

რალის სტარტი ზღვის დონიდან 2860 მეტრის, ხოლო ბოლო წერტილი კი 4300 მეტრის სიმაღლეზეა.