LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში გასაოცარი Mercedes-Benz E-Class-ის ახალი წარმომადგენლის ჯაშუშური ფოტოები გავრცელდა

363

გამოცემა Motor1-მა Mercedes-Benz E-Class-ის ახალი თაობის კუპეს ჯაშუშური ფოტოები გაავრცელა. ორკარიანი ,,ლამაზმანი’’ გამოცდის დროს დააფიქსირეს.

აღსანიშნავია, რომ ამ მოდელის ფოტოები ცოტა ხნის წინაც გავრცელდა, თუმცა, პირველი ვერსიისგან განსხვავებით დღეს გავრცელებულ ფოტოებზე კუპეს ზედაპირს საფარველი ნახევრად მოშორებული აქვს.

ახალი ავტომობილი გარკვეულწილად C-Class-ის კუპეს სტილშია გადაწყვეტილი. E-Class-ის მოდელი მიიღების გაცილებით ძლიერ ფარებსა და განათების სისტემას.

პრემიერა 2017 წლის იანვარში დეტროიტის მოტორშოუზე, ან მარტში ჟენევის ავტოსალონზე შედგება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები