LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში BMW-ს მეხუთე სერიის ჯაშუშური ვიდეო გამოჩნდა

82

ამ ეტაპზე გერმანელი ავტომწარმოებელი BMW, მეხუთე სერიის მემკვიდრის ტესტირებას ახორციელებს, რომლის დებიუტიც 2016 წლის ბოლოს, ავტობაზარზე შედგება. ამ მოდელის წინა მოდიფიკაცია გაყიდვაში 2011 წელს ჩაეშვა, მისი რესთაილინგი კი ორი წლის წინ განხორციელდა.

თუ გავითვალისწინებთ იმას,  რომ ახალი ’’ლამაზმანის’’ ტესტირება უკვე მიმდინარეობს,  სავარაუდოა, რომ იგი საკმაოდ მალე გამოვა ავტოასპარეზზე. არაოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, ახალი ვერსია გამოიყენებს CLAR-ის პლატფორმას, რომელიც უკვე ჰქონდა კომპანიის რამდენიმე მოდელს.

ახალი არქიტექტურის მეშვეობით, მოდელს ექნება 100 კგ-ით ნაკლები წონა. რაც შეეხება, მეხუთე თაობის ძრავს, იგი წარმოდგენილი იქნება 4, 6 და 8 ცილიდრიანი აგრეგატებით ტურბოსთან ერთად და სისტემის საწვავით შევსება შესაძლებელი იქნება შიდა გზებით. გთავაზობთ ჯაშუშურ ვიდეოს, რომელიც  ინტერნეტში უკვე გამოჩნდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები