LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ახალი ბეტმობილის ფოტოები გავრცელდა

22

სტუდიამ Warner Bros. ბეტმობილის პირველი ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც გამოჩნდება ახალ ფილმში – ,,სამართლიანობის ლიგა”. ფილმი იქნება სუპერგმირებზე, რომლებიც ტრადიციულად კომიქსებიდან არიან. Batman-ის ახალი ნაწილის რეჟისორი კი იქნება Zack Snyder-ი.

ახალი ბეტმობილი აღჭურვილი იქნება იარაღებით, სარაკეტო მოწყობილობებით და სხვა საინტერესო ატრიბუტიკით. როგორც Comicbookmovie გვამცნობს, ავტომობილს შეეძლება განთავსდეს დირიჟაბლში, სახელწოდებით – მფრინავი მელა (The Flying Fox), რომელიც იქნება ,,სამართლიანობის ლიგის” წევრების საკუთრება. გამოგონილი ორგანიზაცია წარმოდგენილი იქნება სუპერგმირებით: Wonder Woman-ით, Batman-ით, Aquaman-ით, Cyborg-ითა და Flash-ით.

გარდა ამისა, როგორც ცნობილი გახდა ფილმში კიდევ ერთი ახალი ავტომობილი იქნება წარმოდგენილი სახელწოდებით – Nightcrawler.

Batman-ის ახალ ნაწილში იქნება ასეთი ეპიზოდი – სადაც ჩვენ მაყურებელს ვაჩვენებთ გვირაბს” – განაცხადა პროდიუსერმა Debora Snyder-მა.

”ეს გვირაბი იქნება სწორედ ის, რომელიც უნდა აშენებულიყო როგორც მეტროპოლისის გოთჰემთან დამაკავშირებელი, მაგრამ პროექტი ჩავარდა და სამწუხაროდ გვირაბიც არ დასრულებულა. სწორედ აქ ფაქტიურად შეუძლებელია ბეტმობილით მანევრირება და ამის გამო გავმოვიყენებთ – Nightcrawler-ს როგორც ალტერნატივას.”

ფილმის ჩვენება შედგება 2017 წლის 17 ნოემბერს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები