LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში ახალდაოჯახებული ენისტონის პირველი ფოტო გამოჩნდა

39

ინტერნეტ სივრცეში ჯენიფერ ენისტონის პირველი ფოტო გამოჩნდა, რომელზეც ახალდაოჯახებული მსახიობი საქორწინო კაბაში პოზირებს.

გამოცემა ფიფლს-ის ინსაიდერმა რამდენიმე დღის წინ გარნერის საქორწინო კაბის აღწერა შემოგვთავაზა: „ძალიან უბრალო, მაგრამ ძალიან ლამაზი კრემისფერი საქორწინო კაბა, ელეგანტური და თვალისმოჭრელი, ზედმეტი დეტალების გარეშე“.
შეგახსენებთ, რომ ჰოლივუდის ვარსკვლავმა და მისმა რჩეულმა ჯასტინ ტერუმ, აგვისტოს დასაწყისში გასაიდუმლოებულად იქორწინეს. საქორწინო ცერემონიალი წყვილის ბელ-ეირის სახლში გაიმართა. მოწვეულმა სტუმრებმა არ იცოდნენ, რომ ქორწილში მიდიოდნენ, წყვილმა ცერემონიალი ჯასტინის ორმოცდამეოთხე დაბადების დღეს დაამთხვია.
ახალდაქორწინებულები თაფლობის თვეს ბორა-ბორაზე ატარებენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები