LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერნეტში 2017 წლის ყველაზე ლამაზი საშობაო რეკლამა გამოჩნდა (ვიდეო)

63

ბრიტანული მაღაზიების ქსელი John Lewis მუდამ გვაოცებს საშობაო ზღაპრული ვიდეოებით. ბრენდმა უკვე გამოუშვა 2017 წლის ზღაპრული ვიდეორგოლი, რომელმაც გამოსვლისთანავე უდიდესი აჟიოტაჟი გამოიწვია. ახალი რეკლამა, რომელსაც John Lewis გვთავაზობს, ნამდვილ საშობაო კინოს მოგაგონებთ. სიუჟეტის ცენტრში ლამაზი პატარა ბიჭია, რომელიც საწოლის ქვეშ მონსტრის გაჩუმებას ცდილობს, რადგან ის ხვრინავს და პატარას დაძინების საშუალებას არ აძლევს. ბიჭს მეორე დღეს ყველგან ეძინება, სკოლაში, თმის შეჭრისას თუ თამაშისას. ამიტომ მონსტრი ცდილობს შეიცვალოს, უფრო კეთილი ხდება და საყვარელი ბიჭის დახმარებასს გადაწყვეტს. შედეგად კი მას ჯადოსნურ საშობაო საჩუქრს უგზავნის.

„დაეხმარე და მოუფრთხილდი შობას  ყველას, ვინც გიყვარს“ – ასეთია ამ საოცრად ლამაზი კლიპის დევიზი, რომელიც John Lewis-ის წლის სლოგანია.

https://www.youtube.com/watch?v=Jw1Y-zhQURU&t=1s

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები