Xiaomi Mi 11-ის გლობალური დებიუტი შედგა. სმარტფონი უახლესი Snapdragon 888 პროცესორითაა აღჭურვილი. მოდელს ახალი ტიპის 55 ვატიანი გალიუმის დამტენი მოყვება. ის ნაკლებად ხურდება და დამუხტვის სისწრაფეც შეუდარებელი აქვს.
[related_news id=”466783″ align=”left”]
ცოტა ხნის წინ ინტერნეტსივრცეში ახალი ვიდეო გავრცელდა. როგორც ჩანს უახლესი პროდუქტი მომხმარებლებს იმედებს არ გაუცრუებს. Xiaomi Mi 11-ს წარმოუდგენელი გადაღების ხარისხი აქვს. ვიდეოში სმარტფონის კამერის Ultra Night Video რეჟიმია გამოყენებული, შედეგი მართლაც განსაცვიფრებელია.
ცნობისთვის, სმარტფონის მთავარი კამერა 108 მეგაპიქსელიანია, 1,9-იანი დიაფრაგმით. მეორე კამერა 13, მესამე, 5 , ხოლო წინა „სელფის“ კამერა 20 მეგაპიქსელიანია. აღსანიშნავია, რომ სმარტფონის ეკრანში ჩაშენებულ თითის ანაბეჭდის სენსორს პულსის საზომის ფუნქციაც ექნება.