LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერიერისა და ბაღის დეკორაციები ქართული დიზაინით – დამზადებულია აშშ-ში

86

ქართული დიზაინით ინტერიერისა და ბაღის დეკორაციებს ამერიკის შეერთებულ შტატებში ამზადებენ. პროდუქცია ქართული მაღაზია ”ზაერის” დაკვეთით იქმნება.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის წარმომადგენელმა, გიორგი ჯანელიძემ განუცხადა, მაღაზია „ზაერი“ ამერიკული კორპორაციის Zaer ltd. International-ის შვილობილი კომპანიაა, რომელიც თანამშრომლობს აშშ-სა და ევროპაში მოქმედ ცნობილ ბრენდებთან.

”ჩვენი მაღაზია პროდუქციის იმპორტს აშშ-დან ახორციელებს. ძირითადად ჩამოგვაქვს: საბაღე ავეჯი, მეტალის დეკორაციები ეზოებისათვის და ვერანდებისთვის, მეტალის სასანთლეები, კერამიკული ფიგურები, ასევე ინტერიერის დეკორაციები. რაც მთავარი და აღსანიშნავია, ჩვენთან თითოეული ნიმუში უჩვეულო ორიგინალობისაა. პროდუქცია მზადდება ჩვენივე დიზაინით, რაც გამორიცხავს მსგავსი ნივთების სხვა მაღაზიებში მოხვედრას”, – განმარტა გიორგი ჯანელიძემ.

მისივე ინფორმაციით, პროდუქცია უმაღლესი, ამერიკული ხარისხისაა და მორგებულია ყველანაირი გემოვნების მომხმარებელზე. ამასთან, ნებისმიერი შესაძლებლობის ადამიანისათვის ხელმისაწვდომია.

”თქვენ ყოველთვის იპოვით ჩვენთან იმას, რასაც ეძებთ. თითოეული ადამიანი, ვინც ჩვენთან მოდის, ჩვენი მუდმივი მომხმარებელი ხდება”, – აღნიშნა ”ზაერის” წარმომადგენელმა.

გიორგი ჯანელიძის თქმითვე, ”ზაერი” საქართველოში 2008 წლიდანაა წარმოდგენილი. ამ ეტაპზე ფლობს 2 მაღაზიას – თბილისსა და ბათუმში, უახლოეს მომავალში კი იგეგმება ახალი ფილიალების დამატება როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები