LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციები

735

სახლი, რომელიც ახალგაზრდა ოჯახისთვის იქნება ოპტიმალური

ინტერიერის პროექტირებისას, რომელზეც ახალგაზრდა მამაკაცის მშობლები მისგან საიდუმლოდ მუშაობდნენ, მრავალი ასპექტი, მათ შორის, ინტერიერის დიზაინის თანამედროვე ტენდენციები, ახალგაზრდას ასაკი, ინტერესები და მის პირად ცხოვრებაში შესაძლო ცვლილებებიც იქნა გათვალისწინებული.

სასტუმრო ოთახი – ბეტონიის იმიტაციით დეკორირებული ჭერი და კედლები სამზარეულოს ჭერისა და კედლების ფერს იმეორებს. იატაკზე მუხის მასიური ფიცრებია დაგებული ტალღოვანი რელიეფით. ავეჯი კი, რამდენიმე ნივთის გამოკლებით, იტალიურმა ფაბრიკამ Baxter-მ დაამზადა პროექტის ავტორის ეკიზებით.

ინტერიერზე მუშაობა ძალიან საინტერესო იყო, რადგან კონცეფცია ბინის მფლობელის გარეშე, მხოლოდ მისი მშობლების მონაწილეობით იქმნებოდა, თუმცა, დიზაინს სწორედ მისი გემოვნება უნდა დაეკმაყოფილებინა“, – აღნიშნა დიზაინერმა – „ერთი სიტყვით, ბინა მოდურიც უნდა ყოფილიყო და ბრუტალურიც, ესთეტიკურიც და ფუნქციონალურიც, რომელიც ჯერ სტუდენტის მოთხოვნებს მოერგებოდა, მერე კი, ზრდასრული მამაკაცისას. მართალია, ის ჯერ სტუდენტია და არ სჭირდება იზოლირებული ოთახები, თუმცა, ჩვენ მის მომავალზეც ვიზრუნეთ და ბინა სტუდიის სტილში მოვაწყვეთ, სადაც სასტუმრო ოთახი, კაბინეტი და სამზარეულო ერთიან სივრცეს ქმნიან, თუმცა, ორმხრივი ბუხრით ცალკეულ ფუნქციონალურ ზონებად იყოფა. სასტუმრო ოთახში სასადილო მაგიდაზე საერთოდ უარი ვთქვით და მისი როლი ქვის კუნძულს დავაკისრეთ, ასევე შესაძლებელია კაბინეტის იზოლირება და მის საძინებლად ან ბავშვის ოთახად გადაკეთება“.

ინტერიერის ცენტრალურ ელემენტს Hakwood-ის საინჟინრო ანტიდეფორმირებული ფიცრებით მოპირკეთებული მასიური ბუხარი წარმოადგენს ორმხრივი საცეცხლურით. კაბინეტის მხრიდან ბუხრის დახურვა შეიძლება იმავე უჟანგავი მეტალის მოძრავი კარით, რომლისგანაც ბუხრის საცეცხლურია დამზადებული.

კედელი საწოლის თავთან და კარადების ფასადი პანელებით და ხელოვნური ზამშითაა დეკორირებული. სარკე მასიურ ტყავის ჩარჩოში კი, პროექტის ავტორის ესკიზით გაკეთდა.

სივრცის სტრუქტურაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს დერეფანი, რომელიც დიზაინერმა ცალკე ოთახ-გარდერობად აქცია. კედლები სარკეებით, მოძრავი კარებები იატაკიდან ჭერამდე კი, პანელებითა და ზამშით მოაპირკეთა.

დერეფანის ერთ-ერთი კედელი გრაფიტის ფერის, ხელოვნური ზამშითაა მოპირკეთებული, საძინებლის და კაბინეტის მოძრავი კარებები უფრო გამოკვეთილი ფერის პანელებითაა გაფორმებული, ცენტში, ბინაში შესასვლელი კარის პირდაპირ კი, სარკეა მოთავსებული.

დერეფანი – ზამშის რბილი ფაქტურა მყუდროებას და სასიამოვნო კონტრასტს ქმნის სარკით მოპირკეთებულ გრაფიტისა და ბრიჯაოსფერ კედლებთან.

პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება ბინის დაგეგმვას დაეთმო, რომელიც ჯერ სტუდენტს ერგება, მერე კი ახალგაზრდა ოჯახისთვის იქნება ოპტიმალური. სწორედ ამიტომ, სივრცის ორგანიზებისას ძირითადი აქცენტი მობილურობასა და სივრცის შესაძლო ტრანსფორმირებაზე გავაკეთეთ“, – ამბობს პროექტის დიზაინერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები