LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 095 ტესტი- ბერდია სიჭინავა

172
korona

ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ჩატარდა 18 095 ტესტი, სწორედ ამის შედეგად, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა შეადგინა 15 8154.

როგორც ბერდია სიჭინავამ აღნიშნა, მიზნობრივი წერტილოვანი შეზღუდვების ორ თვიანი გეგმის ფარგლებში, უკვე დაიწყო ინტენსიური ტესტირება, რომელიც სახელმწიფოს მიერ დღეში 20 000 ტესტის ჩატარებას გულისხმობს.

“დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩატარდა 18 095 ტესტი, აქედან 7 716 ანტიგენი და 10 379 „პისიარი“,- განაცხადა ბერდია სიჭინავამ.

შეგახსენებთ, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 5 450 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. შესაბამისად, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რიცხვმა შეადგინა 158154.

ბოლო 24 საათში გაარდაიცვალა 37 ადამიანი. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობაა 1462.

ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 2306 ადამიანი. სულ გამოჯანმრთელდა – 129210.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები