LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის ჰარვარდთან” – რა გეგმები აქვს თემურ ჭყონიას 2023 წელს

378
თემურ ჭყონია

Coca-Cola Bottlers Georgia-ს დამფუძნებელი თემურ ჭყონია იმ პროექტებზე საუბრობს, რომლის განხორციელებაც კომპანიაში იგეგმება. მათ შორის ერთ-ერთი ჰარვარდის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის დაწყებაა. ჭყონიას განცხადებით, 2023 წლიდან მთავარი კომპანიისთვის განათლების დონის ამაღლება და მენტალური ცვლილებები იქნება.

„კოკა-კოლას ასეთი მიმართულება აქვს – ყალიბდება კოკა-კოლა აკადემია. ინტენსიური მოლაპარაკებები მიდის ჰარვარდთან, რომ ლექციები ონლაინ ჩართვით ჩატარდეს. ეს მხოლოდ კოკა-კოლას თანამშრომლებისთვის არ იქნება, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით გავრცელდება.

მეორე ძალიან სერიოზული პროექტი – კოკა-კოლას კინოაკადემიაა. ცნობილ რეჟისორ რეზო გიგინეიშვილთან პარტნიორობით. ამასთან, ამ აკადემიის გარშემო სოფო (ჭყონია) ხელოვნების მიმართულებას დიზაინთან ერთად აყალიბებს. დიდუბეში კოკა-კოლას ყოფილ ქარხანაში დიდი საგანმანათლებლო ცენტრი მოეწყობა“, – განმარტა თემურ ჭყონიამ BMGtv-ის ეთერში „თიბისი კონცეპტის“ რუბრიკაში საუბრისას.

ბიზნესმენი კომპანიისთვის 2022 წელს დადებითად აფასებს და ამბობს, რომ გასული წელი ახალი ტექნოლოგიების დანერგვას მიეძღვნა.

„მთელი აქცენტები ახალი ტექნოლოგიების, ცოდნისა და მენტალიტეტის განვითარებაზე გვქონდა გაკეთებული. ეს რთული იყო და ბოლომდე ჯერ გადალახული არ არის, რაც თავში მიტრიალებს. თანამედროვეობა ახალ ტექნოლოგიებს, ბიზნესის განვითარებაში ცოდნის ჩადებას მოითხოვს, ამის დაახლოებით 10-15%-ით მივაღწიე, რამაც კომპანიის 30%-ით გაზრდის შესაძლებლობა მოგვცა. 2023 წელს ამ ცვლილებებს გავაგრძელებთ, ახალმა აზროვნებამ დიდი შედეგი მოგვცა. 2022 წელს დავიწყეთ და ამ ცვლილებებს როდის დავასრულებთ არ ვიცით, ყოველ წელიწადს ახლის დაწყება და სიურპრიზების შეთავაზება საინტერესო არ არის, საკითხი ბოლომდე უნდა მიიყვანო“, – განაცხადა ჭყონიამ.

 

წყარო: BMGtv

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები